ნახატები

    ლეონარდო და ვინჩის ნახატები:

მონა ლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში(პარიზი, საფრანგეთი).
ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.    http://ka.wikipedia.org/wiki/
                                                                                                                 











მიქელანჯელოს შედევრები:


„ადამის შექმნა“ — მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:

"და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად''.
http://ka.wikipedia.org/wiki/


                                        












რაფაელ სანტის ნამუშევრები:

"სიქსტეს მადონა",გენიალური იტალიელი მხატვრისა და უმბრიული სკოლის
უდიდესი წარმომადგენლის -  რაფაელ სანტის ქმნილებაa.ცნობილია,რომ რაფაელმა ამ ტილოზე მადონას ნატურად,თავისი შეყვარებული მარგარიტა ლუტი სენსე გამოიყენა,რომელიც რომის ერთ-ერთი რაიონის სანტა დოროთეას,პურის მცხობელის (ხაბაზისქალიშვილი.ეს უკანასკნელი სურათი იმითაც იწვევს ყურადღებას,რომ მასზე ავტორის ხელრთვაა დასმული - "რაფაელი ურბანიდან".











ბოტიჩელის ნახატები:



 «ვენერას დაბადება» იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარი.რენესანსის ეპაქაში იყო დაწერილი და დღეს ფლორენციაში ინახება.
მასზე ასახულია ვენერას (ბერძ. აფროდიტედაბადება. ჰესიოდეს თანახმად ის ზღვის ქაფიდან იშვა კუნძულ კვიპროსზეთვით ქალღმერთი დგას ნიჟარაშირაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებსმარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთზეფიროსს (დასავლეთის ქარს), რომელიც თავის მეუღლესთან ქლორიდასთან ერთად ნიჟარას უბერავსმარჯვენა ფლანგზე ვენერას ერთ-ერთი გრაცია ხვდება.










კარავაჯოს ნამუშევრები:

                                                                                 ბიჭი ხილის კალათით
სავარაუდოა, რომ კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენს. ყველაფერი გადმოცემულია საღებავების ერთნაირ სწორ, თანაბარ, სქელ ფერებში, ცალკეული გასმები, რომლებიც შეუძლებელია განასხვავო. ასეთ მხატვრულ მანერაში შესრულებულია მისი სხვა ადრეული ნახატებიც, რომლებიც შინაარსობრივათაც და ხასიათითაც ახლოსაა მის “ბიჭი ხილის კალათით” ნახატთან. სურათში “ვაკხ” მითოლოგიური ღვინის ღნერთი არებულია ცოცხალი კონკრეტული მოდელიდან. ლამაზი ახალგაზრდა, დახატული წელამდე ტიპიურ რომაელ წარმოადგენს. იგი დაუდევრადა დაყრდნობილი ერთ იდაყვზე, ხოლო მეორე ხელიტ აწვდის ღვინით სავსე სასმისს მის მაყურებელს, თითქოს უშუალო კონტაქტს ამყარებს მასთან და შლის საზღვარს რეალურ სივრცესა და იმ სივრცეს შორის, რომელიც გამოსახულია ტილოზე.http://ka.wikipedia.org/wiki/




                              

No comments:

Post a Comment