Tuesday, December 18, 2012

რენესანსის ეპოქა

                                                                



რენესანსი კაცობრიობის ისტორიის ბედნიერი გაზაფხულია. ამ ახალმა გაზაფხულმა სამხრეთიდან ჩრდილოეთის ქვეყნებსაც ტრიუმფაულური ეტლით გადაუქროლა და თავის ნათელ გზაზე უთვალავი უჭკნობი ყვავილი დააფრქვია.


ტიტანთა საუკუნის შუქმა ჩრდილოეთ ევრიპაც გადაანათა. ჩრდილოეთის აღორძინება იყო ის დიდი სოციალურ-კულტურული მოვლენა, რომელმაც მოგვცა ფორმითა და შინაარსით ახალი დიდი ხელოვნება. დიდი აღორძინების საწყის მიჯნად აღიარებულია 500 წელი. მას წინ უძღოდა ადრეული რენესანსი, რაღაც სამი ათეული წლის შემდეგ მოსდევს გვიანი რენესანსი, რენესანს-მანიერიზმი (1530-1600) და ბაროკოდ წოდებული დიდებული მეფური ხელოვნება.

რენესანსი, ახალი დროის დიდი ხელოვნებაა იტალიაში გაიფურჩქნა და ამას ხელი შეუწყო არა ამა ქვეყნისათა მფარველობამ, არამედ თვით იტალიელი ხალხის გამორჩეულმა გენიამ, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებში ხედავდა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, ეძებდა მის შინაგან კანონებს, ქმნიდა თეორიას, სწავლობდა ანტიკას, ანატომიას, პროპორციას, პერსპექტივას და ა.შ. ანონიმური ოსტატების ნაცვლად ასპარეზზე გამოდიან ძალუმი, ცნობისმოყვარე პიროვნებანი, რომელნიც სურათებს სახელს აწერდნენ. რომელთა ცხოვრებას სხვები აღწერენ, როგორც სარდალთა, მეფეთა, მწერალთა ცხოვრებას.

ჩრდილოეთის რენესანსს, ზოგადად, ბევრი რამ ქონდა საერთო იტალიურ აღორძინებასთან, ეს იყო თვისებრივად იგივე მოვლენა, ადამიანის განდიდება, რწმენის ტრიუმფი, გენიის აღიარება, მაგრამ ჩრდილოეთს მაინც ბევრი სპეციფიკური მხარე აღმოჩნდა-ეროვნული თუ წმინდა, შემოქმედებითი ხასიათისა.

No comments:

Post a Comment