მხატვრები

ლეონარდო და ვინჩი
  დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, გახლდათ ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში გაეშურა. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო. http://ka.wikipedia.org/wiki/








  მიქელანჯელო  ბუონაროტი      
                                                                                                                                                                   
 (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.http://ka.wikipedia.org/wiki/









                                                              რაფაელ სანტი                                    
                                                                               
  აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო. რაფაელი ებრაულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების " რაინდის სიზმარი", "სამი გრაცია" და "პერუჯინოს პორტრეტი". 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. "მადონა მწვანეში"(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), "მადონა მშვენიერი მებაღე", "მჯდომარე მადონა"(1516წ ფლორენხია, პიტის გალერეა),"დიდი ჰერცოგის მადონა" და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში "მადონების პერიოდი" უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის "ხელმოწერის დარბაზი", რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს "პოეზია", "ღვთისმეტყველება" "მართლმსაჯულება" და "ფილოსოფია". გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: "იულიუს მე–2 პორტრეტი". რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 5 აპრილს თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.http://ka.wikipedia.org/wiki/






                                                      სანდრო ბოტიჩელი

  დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.http://ucnauri.com/91189/




                                                                   კარავაჯო   
                                                               
 დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.http://ka.wikipedia.org/wiki/



                                                                       

No comments:

Post a Comment