რენესანსის ეპოქა XIV საუკუნის ბოლოს დაიწყო იტალიაში და მთელ ევროპაში XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ანტიკური რომისა და საბერძნეთის საოცრებების ხელახლა აღმოჩენამ წარმოშვა ხელოვნება, რომელმაც შუა საუკუნეების დოგმები გააცამტვერა და სიახლეები შეიტანა მხატვრობაში, ქანდაკებასა და არქიტექტურაში. რენესანსის ძლიერი გავლენა ევროპულ ხელოვნებაზე მომდევნო ოთხ საუკუნეშიც იგრძნობოდა.
ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ბოტიჩელი, ფრა ანჯელიკო, მანტენია, რაფაელი, დიურერი და ბრეიგელი ის მხატვრები არიან, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რენესანსის ხელოვნებაში. მათი შემოქმედების შესახებ საინტერესო ცნო ბებს ამ წიგნის საშუალებით.
No comments:
Post a Comment